00:29 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-16 09:58:44, 440 ნახვა

საზოგადოება
უშგული-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის  ცნობით, კმ101-კმ184 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია​ ზუგდიდი-ლახამულას მონაკვეთზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics