|
2016-02-26 15:29:56, 1928 ნახვა
Lifestyle
ირმა ინაშვილი პრემიერს: გადააყენეთ თავდაცვის მინისტრი
„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი პრემიერ-მინისტრს მიმართავს, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თანამდებობიდან გადააყენოს. როგორც ინაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნული საგარეჯოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ხიდაშელის მხრიდან სამხედრო პირებსა და სხვა მოწმეებზე ზეწოლის შესაძლებლობას გამორიცხავს. „მივმართავ პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს: მოგეხსენებათ, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება,- საგარეჯოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ვიდრე მიმდინარეობს გამოძიება, თავდაცვის მინისტრი გადააყენეთ დაკავებული თანამდებობიდან. ეს გამორიცხავს თავდაცვის მინისტრის მხრიდან სამხედრო პირებსა და სხვა მოწმეებზე ზეწოლის შესაძლებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზეწოლა გარდაუვალი იქნება. თინა ხიდაშელს ვურჩევ: თავი დაანებოს ე.წ. ვექტორებზე ლაპარაკს. ეს ვექტორები არაფერ შუაშია. საგარეჯოში ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს. ამ დანაშაულში ბრალს ვდებ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებს. არავითარი პროდასავლურობა არაა არჩევნების გაყალბება და ამ სისულელის ტირაჟირებას დაანებოს თავი. ხომ გადაიყვანა კადრების განკარგულებაში ის სამხედრო პირები, რომელთა ირგვლივ მიმდინარეობს გამოძიება. ვგულისხმობ, აფრიკაში, არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ქართველი ჯარისკაცების შესაძლო მონაწილეობის თემას. თვითონაც გადადგეს გამოძიების დასრულებამდე“, - წერს ირმა ინაშვილი.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)