19:24 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-27 13:50:55, 462 ნახვა

მსოფლიო
ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბულგარეთი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მეშვიდედ ირჩევს პარლამენტს. 

ქვეყნის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც პოლიტიკური პარტიები სამთავრობო კოალიციის ფორმირებაზე ვერ შეთანხმდნენ.

საარჩევნო უბნები გაიხსნა ადგილობრივი დროით 07:00 საათზე და დაიხურება 20:00 საათზე, თუმცა შესაძლებელია, გახანგრძლივდეს 21:00 საათამდე, თუ რიგში ამომრჩევლები იქნებიან.

სამოქალაქო რეესტრისა და ადმინისტრაციული მომსახურების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ხმის მიცემის უფლება 6,6 მილიონზე მეტ ბულგარეთის მოქალაქეს აქვს.

ბულგარეთის მასშტაბით გახსნილია 12 879 საარჩევნო უბანი, ხოლო საზღვარგარეთ - 719.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics