2024-10-20 11:08:28, 449 ნახვა
საზოგადოება
„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ - დღეს თბილისში მარში გაიმართება
საქართველო ირჩევს ევროკავშირს - ამ სახელწოდებით 20 ოქტომბერს დღეს ევროკავშირის მხარდასაჭერი მარში გაიმართება.
მარში ხუთი ლოკაციიდან 17:00 საათზე დაიწყება.
- გმირთა მოედანი
- მარჯანიშვილის მოედანი
- რესპუბლიკის მოედანი
- 300 არაგველის ობელისკი
- ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა
საბოლოო შეკრების ადგილი 19:00 საათზე თავისუფლების მოედანი იქნება.
თქვენ ხვალ იქნებით ძალიან ბევრნი. მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები - ჩვენ უარს ვეტყვით და დავემშვიდობებით ერთპარტიულობას, დავემშვიდობებით პოლარიზაციას, ერთმანეთს სიძულვილს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან საზოგადოებას მოუწოდა არ შეეშინდეს ხვალ ევროპულ მარშზე გამოსვლის და არ დაიჯეროს, რომ არჩევნებში მათ მონაწილეობას აზრი არ აქვს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,