16:48 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-17 21:35:38, 391 ნახვა

საზოგადოება
ზურაბიშვილი - ტოლერანტობა, რომელიც ქართველებს და ქისტებს გვახასიათებს, არ შეიძლება დაიკარგოს

ეს ისტორია, ეს ტოლერანტობა, რომელიც ქართველებს და ქისტებს გვახასიათებს, ღრმადაა ჩვენი ხალხების ფესვებში გამჯდარი და ეს არ შეიძლება დაიკარგოს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, ფილოლოგ მექა ხანგოშვილის წიგნის “ქისტები, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია” პრეზენტაციის დროს განაცხადა.

ზურაბიშვილმა პანკისის ხეობიდან მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ კავკასიელ ხალხთა ურთიერთობა ერთ-ერთი უნიკალურია.

“მექა ხანგოშვილის არაჩვეულებრივი, უზარმაზარი წიგნი არის არა მხოლოდ ქისტების ისტორიისა და პანკისის ხეობის შესახებ, არამედ საქართველოს ისტორიისა და იმ ურთიერობების შესახებ, რომელიც ჩვენი და კავკასიელი ხალხის უნიკალურ ურთიერთობებს ახასიათებს, რაც ჯერჯერობით ჯეროვნად შესწავლილი არ არის.

ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური რაც გაგვაჩნია, ეს ის ურთიერთობებია, რომლებიც კავკასიელ ხალხთა შორის ჩამოყალიბდა. ეს ისტორია, ეს ტოლერანტობა, რომელიც ქართველებს და ქისტებს ახასიათებთ, დღეს ცოტა გვავიწყდება რაღაცები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დაგვიბრუნდება. ეს ღრმადაა ჩვენი ხალხების ფესვებში და ეს არ შეიძლება დაიკარგოს”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
კობახიძე მიესალმება აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებას
Facebook-ის კომენტარში ნინო წილოსანის შეურაცხყოფისთვის შოთა თუთბერიძე 4 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics