22:33 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-15 16:16:03, 355 ნახვა

მსოფლიო
ალბანეთმა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი ოფიციალურად გახსნა

ალბანეთმა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი ოფიციალურად გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დაწყება ბრიუსელს საშუალებას მისცემს, "შეისწავლოს გაწევრიანების საფუძვლები, როგორ იცავს ქვეყანა ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობასა და როგორ ფუნქციონირებენ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები".

ალბანეთთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა სექტემბრის ბოლოს გასცეს. 

ალბანეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2009 წელს შეიტანა, კანდიდატის სტატუსი კი 2014 წელს მიიღო. ქვეყანა NATO-ს წევრია 2009 წლიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics