02:08 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-09 09:12:30, 374 ნახვა

მსოფლიო
მედია - ხარკოვზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა

რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვის ოლქზე იერიში მიიტანეს - თავდასხმა მართვადი საავიაციო ბომბებით განხორციელდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის არმიამ ხარკოვის ოლქისკენ 6 მართვადი საავიაციო ბომბი გაუშვა, რომელთაგან 5-ის ადგილმდებარეობა ცნობილია.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა დარტყმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განახორციელეს, რამაც ადგილობრივი ინფრასტრუქტურის დაზიანებაც გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics