03:58 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-03 10:45:05, 415 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი - ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას არ ვემხრობი

ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას არ ვემხრობი,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

ჟურნალისტის კითხვაზე - უჭერს თუ არა მხარს, რომ ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელოს - ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ "არა".

ბაიდენის თქმით, აშშ განიხილავს ისრაელთან, როგორ უნდა უპასუხონ ირანის სარაკეტო თავდასხმას.

„ირანმა ძალიან გადაუხვია მიმართულებას“,- აღნიშნა ბაიდენმა.

ამასთან, როგორც მან თქვა, ის ესაუბრა "დიდი შვიდეულის" ლიდერებს და შეთანხმდნენ, რომ ისრაელმა ირანის თავდასხმას პროპორციულად უნდა უპასუხოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics