09:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-27 13:17:11, 334 ნახვა

ეკონომიკა
საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი - დღეს ეკონომიკის დივერსიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით

მშვიდობა არის საფუძველი მოგზაურებისთვის, ტურისტებისთვის და გვინდა, რომ მშვიდობიანი სამყარო და მსოფლიო არსებობდეს მომავალ წელსაც, როდესაც მსოფლიო ტურიზმის დღეს ჩავატარებთ,- ამის შესახებ საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრმა, აჰმედ ალ ხატეებმა მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრმა აღნიშნა, ტურისტების რაოდენობის ზრდა კარგია, რადგან მთლიან შიდა პროდუქტზე  გავლენას ახდენს.

„დღეს 10 პროცენტი არის ჩვენი  წვლილი მსოფლიო ეკონომიკურ მოცემულობაში და 8-9 პროცენტი - დასაქმებაში, ასეა როგორც საუდის არაბეთში, ასევე სხვაგან. ჩვენ ვართ ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა, მაგრამ დღეს ეკონომიკის დივერსიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით. ჩვენ ნავთობის ძალიან დიდი რეზერვები გვაქვს და  სხვა სფეროებშიც გვინდა განვითარება, მათ შორის ტურიზმში. მადლობა მინდა გადაგიხადოთ მიღებისთვის ამ ულამაზეს დედაქალაქ თბილისში, იმედი გვაქვს, რომ საქართველოსთან ერთად ვიმუშავებთ",- განაცხადა აჰმედ ალ ხატეებმა.

საქართველო პირველად მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა. მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოვიდნენ 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს-სექტორის ხელმძღვანელი პირები, წამყვანი ლიდერები ტურიზმის ინდუსტრიიდან. მსოფლიო ტურიზმის  დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა".

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics