11:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-23 16:32:05, 401 ნახვა

მსოფლიო
BBC - ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა

ლიბანში ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის 400-ზე მეტი პირია დაჭრილი.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის სამხრეთით მდებარე ყველა საავადმყოფოს მოუწოდა, გააუქმოს გეგმური ოპერაციები. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ექიმებს, მოემზადონ დაჭრილების მისაღებად. განათლების სამინისტროს ინფორმაციით კი, ქვეყნის სამხრეთით დახურულია სკოლები.

პარალელურად, ისრაელელი სამხედროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ლიბანში იერიში "ჰეზბოლას" 300-ზე მეტ ობიექტზე მიიტანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics