11:02 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-23 12:30:01, 376 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებს საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება აუკრძალეს

ლიბანში პეიჯერებისა და სხვა საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებების შემდეგ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში, რომელიც ირანის შეიარაღებული ძალების ელიტურ ქვედანაყოფს წარმოადგენს, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება აკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ირანის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც Reuters-ს ერთ-ერთმა წყარომ უთხრა, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია ლიბანში მომხდარით და ყველა მოწყობილობის შემოწმების მასშტაბური ოპერაცია დაიწყო.

"ამ ფარგლებში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებმა “ჰეზბოლასგან“ მოითხოვეს ტექნიკური ექსპერტიზის შედეგებისა და აფეთქებული მოწყობილობების ზოგიერთი ნიმუშის წარდგენა",- წერს Reuters-ი.

სააგენტოს ინფორმაციით, ირანის ხელისუფლებამ ასევე წამოიწყო საფუძვლიანი გამოძიება, რომლის ფარგლებშიც, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საშუალო და მაღალი რანგის ოფიცრებს ამოწმებენ, რათა გამოავლინონ ის პირები, რომლებიც შესაძლოა, დაკავშირებულები იყვნენ ისრაელის სპეცსამსახურებთან და მათგან ფულად ანაზღაურებას იღებდნენ. 

“ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ყველა წევრს უბრძანა, შეწყვიტონ ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალების გამოყენება მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ლიბანში მომხდარი თავდასხმის შედეგად ათასობით პეიჯერი აფეთქდა, რომლებსაც მათი მოკავშირეები ლიბანური შიიტური მოძრაობა “ჰეზბოლა“ იყენებდა“,- წერს სააგენტო.

ცნობისთვის, 17 და 18 სექტემბერს, ლიბანის სხვადასხვა რაიონში საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის პეიჯერების აფეთქება მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, აფეთქების შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა, 3 000-ზე მეტი კი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics