04:54 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 15:26:39, 642 ნახვა

საზოგადოება
ჭიათურის სოფელ მანდაეთში უნიკალური მღვიმე აღმოაჩინეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა, სპელოლოგებმა- გია და გელა ციცვიძეებმა, გიორგი მუმლაძემ, ავთო ციცვიძემ,  ლადო მუმლაძემ და მანდაეთში მაცხოვრებმა ბონდო მუმლაძემ, ჭიათურის სოფელ მანდაეთში უნიკალური მღვიმე აღმოაჩინეს.

მანამდე აღნიშნულმა ჯგუფმა მღვიმე რამდენიმეჯერ დალაშქრა და ექსპდიიციის მოსაწყობად პროფესორ გიორგი დვალაშვილს მიმართა. ექსპედიციის მსვლელობისას მოხდა მღვიმეს დიდი ნაწილის შეფასება, რომლის ჯამური სიგრძე ნახევარი კილომეტრია და 3 სართულზე ვრცელდება. მღვიმეში გაედინება დაახლოებით 1 ლიტრი წამში დებიტის მქონე ნაკადი. მანდაეთის მღვიმეს აქამდე მეცნიერულად შესწავლილი მხოლოდ 1 ჩასასვლელი ჰქონდა, რომელსაცზაქარიასკლდის მღვიმე ეწოდებოდა.

2016 წლის 14 თებერვლიდან მღვიმის ყველაზე დიდ დარბაზს, რომელიც გამოირჩვა უნიკალური სტალაქტიდებით, სტალაგმიტებით, სტალაგნატებით და ჰელიქტიტებით და რომლის ჭერის სიმაღლე 15, სიგანე 5 და სიგრძე 35 მეტრია,მიენიჭა ქართველი სპელეოლოგის პროფესორ ზურაბ ტატაშიძის სახელი. მღვიმის დეტალური კვლევის შემდეგ შესაძლებელია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics