19:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-17 10:06:17, 662 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 51 „შაჰიდიდან“ 34 ჩამოვაგდეთ

გასულ ღამეს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ გაშვებული 51 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 34 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.

მათი ცნობით, 12 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა, 2 დრონმა კი უკრაინის კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დატოვა და რუსეთში დაბრუნდა. 

"თავდაცვის სისტემა მუშაობდა მიკოლაევის, ხერსონის, სუმის, პოლტავისა და ხარკოვის ოლქებში", - ნათქვამია საჰაერო ძალების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics