14:28 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-16 20:48:55, 399 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - მოხარული ვარ, რომ დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის და უვნებელია - მსოფლიოში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არაა

მოხარული ვარ, რომ დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის და უვნებელია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პოლიტიკური ძალადობის ადგილი მსოფლიოში არაა.

„საუკეთესოს ვუსურვებ მას და მის ოჯახს. კარგია, რომ თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი მალე დააკავეს. ეს ჩვენი პრინციპია: კანონის უზენაესობა უმთავრესია და პოლიტიკური ძალადობის ადგილი მსოფლიოში არაა. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ყველა უსაფრთხოდ იქნება", - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, ფლორიდაში, საერთაშორისო გოლფის კლუბში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თამაშობდა, სროლა იყო. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებული 58 წლის რაიან უესლი როუთია, რომელიც თვითდასაქმებული მშენებელია ჰავაიდან. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, "ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო" და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics