|
2024-09-11 22:37:44, 626 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - სრულმასშტაბიანი შემოჭრის პერიოდში რუსებმა 137 ათასი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს
სრულმასშტაბიანი შემოჭრის პერიოდში რუსებმა 137 000 სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, სასჯელიც არ უნდა იყოს ნაკლები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, სიტყვა სამართლიანობა მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე განსხვავებულად ჟღერს, მაგრამ ყველგან ერთნაირად უნდა იყოს აღქმული. “სამართლიანობა აერთიანებს ადამიანებს, რადგან სამართლიანობის სურვილი არის ჩვენი ადამიანური კულტურის საფუძველი. დღეს არსებობს, სულ ცოტა, 137 000 მიზეზი, რომ ეს საქმე გავაგრძელოთ და ბოლომდე მივიყვანოთ. 137 000 - ეს არის ამ დროისთვის ცნობილი რიცხვი მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ და ეს ნიშნავს, რომ სასჯელიც არ უნდა იყოს ნაკლები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)