21:58 - 13 May, 2026
|
2024-09-11 14:02:45, 631 ნახვა
ომი უკრაინაში
ენტონი ბლინკენი და დევიდ ლამი კიევში ჩავიდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ბლინკენი და ლამი შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებთან გამართავენ. "მსურს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან და სხვა ოფიციალური პირებისგან პირადად მოვისმინო, თუ რისი გაკეთება შეუძლია ვაშინგტონს მათ დასახმარებლად", - განაცხადა ბლინკენმა. ცნობისთვის, დღეს, 11 სექტემბერს კიევში ვიზიტით იმყოფებიან ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა. დაუგეგმავი ვიზიტით უკრაინის დედაქალაქს ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩიც ეწვია.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)