|
2024-09-03 16:56:03, 434 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტარები ბორელს მოუწოდებენ, ევროკავშირმა მონღოლეთს დიპლომატიური და ეკონომიკური ზომების სახით სიგნალი გაუგზავნოს
ევროპარლამენტარები, მათ შორის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ურმას პაეტი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს მოუწოდებენ, უპასუხოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი ქვეყნის, მონღოლეთის ქცევას, რომელიც ამჟამად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მასპინძლობს. ურმას პაეტის განცხადებით, მონღოლეთს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, გახდეს საერთაშორისო სამართლის გარანტი. “უნდა შევასრულოთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნა - დააკავონ კრიმინალი პუტინი და მიიყვანონ ჰააგაში. თუ მონღოლეთი არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, ევროკავშირმა უნდა გაუგზავნოს ამ ქვეყანას მკაფიო სიგნალი დიპლომატიური და ეკონომიკური ზომების სახით“,- განაცხადა პაეტმა. რუსეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონღოლეთში იმყოფება. ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება. მონღოლეთში პუტინის ბოლო ვიზიტი 2019 წელს შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)