20:05 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-03 12:09:38, 412 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუმ უარყო მოწოდებები ფილადელფიის კორიდორიდან ჯარების გაყვანაზე, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობად განიხილებოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო მოწოდებები ღაზას სამხრეთ საზღვარზე, ეგვიპტესთან მდებარე ე.წ. ფილადელფიის კორიდორიდან ჯარების გაყვანაზე, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობად განიხილებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

“ბოროტების ღერძს სჭირდება “ფილადელფიის კორიდორი“, ამიტომაც ის უნდა ვაკონტროლოთ“,-  განაცხადა ნეთანიაჰუმ იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე.

“ჰამასი“ უარყოფს ისრაელის ყოფნას აღნიშნულ ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც ნეთანიაჰუ ამტკიცებს, რომ ისრაელი არ დატოვებს კორიდორს.

ამასთან, ნეთანიაჰუმ ბოდიში მოიხადა მძევლების ოჯახების წინაშე და განაცხადა, რომ ზეწოლა უნდა განხორციელდეს “ჰამასზე“ და არა ისრაელზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც “ჰამასმა“ გასულ კვირას ექვსი ისრაელელი მძევალი მოკლა, მათ შორის ამერიკის მოქალაქე.

ნეთანიაჰუს განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ჯო ბაიდენი ან ვინმე სხვა, ვინც სერიოზულად ფიქრობს მშვიდობის მიღწევის საკითხზე, ითხოვს ისრაელისგან მეტ დათმობაზე წასვლას,

“ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ. “ჰამასი“ დათმობაზე უნდა წავიდეს“,- აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics