01:12 - 14 May, 2026
|
2024-08-29 09:38:33, 555 ნახვა
ომი უკრაინაში
ლიეტუვამ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
ლიეტუვამ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, დახმარების პაკეტში, სატვირთო მანქანები, დასაკეცი საწოლები და საბრძოლო სისტემები შედის. "უკრაინის მოთხოვნის საპასუხოდ, წელს ლიეტუვამ უკვე მიაწოდა 155 მმ-იანი საბრძოლო მასალა, M577 და M113 ჯავშანტექნიკა, ზამთრის სეზონისთვის საჭირო აღჭურვილობა და თბილი ტანსაცმლის ნაკრები, სატანკო ყუმბარმტყორცნი და სხვა დამხმარე აღჭურვილობა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, ომის დაწყებიდან ლიეტუვამ უკრაინას 647 მილიონ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება გაუწია, ქვეყანაში გრძელვადიანი დახმარების მთლიანმა მოცულობამ კი 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)