04:52 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-19 09:06:41, 491 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი თელ-ავივში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების  სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გუშინ თელ-ავივში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვიზიტის მიზანია ისრაელზე დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერება, რათა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიონ.

დღეს ბლინკენი ისრაელელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრას გამართავს, მათ შორის ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.

როგორც მედია იუწყება, ისრაელში ვიზიტის შემდეგ ბლინკენი ეგვიპტეში გაემგზავრება. 

მიმდინარე კვირაში კი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კაიროში გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics