|
2024-08-04 11:55:36, 434 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგიამ ახალციხეში შპს „გეო ფლაუერის“ საწარმო დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილთან ერთად ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში კომპანიის „გეო ფლაუერი“ ხილისა და სამკურნალო მცენარეების გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შპს „გეო ფლაუერი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია - კომპანია სარგებლობს „შეღავათიანი აგროკრეტის“ პროექტით, გასულ წელს ჩართული იყო არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში. "ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში მოქმედ საწარმოს დღიურად 2 ტონა სამკურნალო ბალახებისა და 5 ტონა ხილის ჩაის გაშრობა-გადამუშავების შესაძლებლობა აქვს. საწარმოში დანერგილია სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა ISO 22000. საწარმო, სადაც სეზონურად 200, ხოლო მუდმივად 40 ადამიანია დასაქმებული, წარმოებული პროდუქციის ექსპორტს ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებსა და თურქეთში ახორციელებს. წარმოებული პროდუქცია იყიდება ბრენდით „მონთი“. აღსანიშნავია, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში საწარმოში გასულ წელს მზის მცირე ელექტროსადგური მოეწყო, სადაც გამომუშავებული ენერგია გამოიყენება საწარმოში. კომპანია „გეო-ფლაუერი“ ასევ ფლობს საწარმოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, გადამამუშავებელი საწარმოების შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით, ბანკების მიერ გაცემულია 1 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების 3,227 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 218 მილიონს აღემატება, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბანკების მიერ გაცემულია 26 მლნ ლარის ღირებულების 213 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 6 მლნ ლარს აღემატება",- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)