|
2024-07-25 17:42:40, 432 ნახვა
ეკონომიკა
„ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
საერთაშორისო კონფერენცია დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს დღეს - 25 ივლისს გაიხსნა. მისი მიზანია უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროებში, დარგის სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და არსებული მომსახურებების და რესურსების შესახებ ინფორმაციის გაცვლა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში საქართველო, ერთი მხრივ, პარტნიორ ქვეყნებს გამოცდილებას უზიარებს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროში დანერგილი ინოვაციური მიდგომებისა და ისეთი სერვისების შესახებ, როგორიცაა: ქართული ინოვაცია „PROBBOX", „ციფრული უნივერსიტეტი", დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებლებისათვის და სხვა; მეორე მხრივ კი, ქართული მხარე ეცნობა ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას, რაც ხელს შეუწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას და მათი მხრიდან განმეორებითი დანაშაულის პრევენციას, რაც საზოგადოების უსაფრთხოებას ემსახურება. "კონფერენცია იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; შინაგან საქმეთა; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრების მოადგილეებმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. საქართველოს პრობაციის სისტემის შესახებ მომზადებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა ევროპული კონფედერაციის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ „პრობაციის სისტემა და მისი საქმიანობა საქართველოში მძლავრადაა განვითარებული და ეს პროცესი ბოლო წლებში დაჩქარდა". ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში სფეროს პროფესიონალები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარი ქვეყნების გამოცდილებას დანაშაულის პრევენციის მიმართულებით; იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: პრობაციის სისტემები ევროპულ ქვეყნებში და მათი შესაძლებლობების განვითარება; სახელმწიფო ინსტიტუციების, საზოგადოების, არასამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობა დანაშაულის პრევენციის პროცესში; რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის შესაძლებლობები. კონფერენციაში მონაწილეობენ რუმინეთის, ჩეხეთის, ხორვატიის, ნიდერლანდებისა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროსა და პრობაციის სამსახურების ხელმძღვანელი პირები. საერთაშორისო კონფერენცია მუშაობას თბილისის დეკლარაციის მიღებით დაასრულებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)