22:34 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-19 15:03:03, 356 ნახვა

საზოგადოება
სენაკში მე-2 ქვეითი ბრიგადის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 32 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პირად შემადგენლობას ბრიგადის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა განსაკუთრებით აღნიშნა მე-2 ქვეითი ბრიგადის როლი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცების საქმეში. მან მადლობა გადაუხადა სამხედრო მოსამსახურეებს ბრიგადის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 

"დღესვე, სენაკში მე-2 ქვეითი ბრიგადის დროშის გადაბარების ცერემონიალი გაიმართა. ბრიგადის ახალ მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ყოფილმა მეთაურმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭითანავამ დროშა ოფიციალურად გადააბარა. 

ოფიციალური ღონისძიების დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ირაკლი კალანდაძემ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. 

საიუბილეო ღონისძიებაზე, სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებითა და საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა სამხედრო ბრიგადის კუთვნილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics