2016-02-16 16:20:18, 552 ნახვა
საზოგადოება
C ჰეპატიტით დაავადებულებს დღეიდან ახალი პრეპარატით მკურნალობა შეეძლებათ
C ჰეპატიტით დაავადებულებს დღეიდან ახალი პრეპარატით - "ჰარვონით" მკურნალობა შეუძლიათ. ამ წამლის შემოტანას ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი.
საქართველომ პრეპარატის 2 ათასი ფლაკონი უკვე მიიღო. "ჰარვონით" მკურნალობის გეგმის მიხედვით, წელიწადში ამ მედიკამენტს 20 ათასი პაციენტი გამოიყენებს. "ჰარვონი" ბოლო თაობის ორი პრეპარატის კომბინაციაა, რომელიც კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.
სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით, ნაკლებად საჭიროებს კომბინირებულ მკურნალობას, რაც გვერდითი მოვლენების რისკს ამცირებს. ჯანდაცვის სამინისტრო, ე.წ. ფრონტ ოფისის გახსნასაც გეგმავს, სადაც C ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებს გამარტივებული ფორმით მოემსახურებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან