23:22 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-19 21:40:41, 451 ნახვა

მსოფლიო
კანადამ ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებული რუსეთის 13 მოქალაქე დაასანქცირა

კანადამ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, სიკვდილთან დაკავშირებული რუსეთის 13 მოქალაქე დაასანქცირა, - ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა.

მელანი ჯოლის თქმით, სანქციები დაუწესდათ, რუსეთის საგამოძიებო უწყების, სასჯელაღსრულების სამსახურისა და პოლიციის მაღალი თანამდებობის პირებს.

"რადგან ჩვენ ვცხოვრობთ მრავალი ურთიერთდაკავშირებული კრიზისის პერიოდში, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გავამახვილოთ რუსების ძალისხმევაზე ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. დღევანდელი სანქციები კიდევ უფრო გამოხატავს ძლიერ ფრონტს კრემლის მიერ ადამიანის უფლებების მუდმივი უხეში დარღვევისა და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობის წინააღმდეგ," - განაცხადა ჯოლიმ.

შეგახსენებთ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 16 თებერვალს გაავრცელა. რეგიონული სამმართველო ირწმუნებოდა, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics