2024-06-11 20:14:27, 620 ნახვა
საზოგადოება
„კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა - ხელნაწერი ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა
"კრისტის" აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა, რომელიც ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს.
აუქციონზე წარმოდგენილი იყო ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე ზოსიმეს მიერაა გადაწერილი და მისი ფასი 1, 000 000 - 1, 500 000 გირვანქა სტერლინგი იყო.
"კიდევ ერთი ისტორიული ქველმოქმედება და საქვეყნო საქმე! ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა "კრისტის" აუქციონზე იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა!", - წერს გრძელიშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,