|
2024-06-11 12:44:58, 428 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მობილბანკს შეგროვებადი ანაბრის ფუნქციონალი დაემატა
"საქართველოს ბანკი" აგრძელებს ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ციფრული პროდუქტების განვითარებას. ამიერიდან, "საქართველოს ბანკის" ბიზნეს მობილბანკში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შეგროვებადი ანაბრის ფუნქციონალია ხელმისაწვდომი, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, დასახული მიზნების მისაღწევად თანხა მარტივად შეაგროვონ. შეგროვებადი ანაბრის ციფრულად გახსნის შემთხვევაში, მას გაზრდილი სარგებელი (სტანდარტულს +0.25%) ერიცხება. აღნიშნული პირობა ეხება ლარში, დოლარსა და ევროში გახსნილ ანაბრებს. გარდა ამისა, შეგროვებად ანაბარს რამდენიმე უპირატესობა აქვს:
ბიზნეს მობილბანკში ანაბრის გახსნისთვის რამდენიმე მარტივი საფეხურის გავლაა საჭირო. ანაბრის მიზნობრიობის განსაზღვრა, შესაგროვებელი თანხის მოცულობის და სხვა დეტალების მითითება ანაბრის გახსნის მომენტში ან მოგვიანებით არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს ერთდროულად, მაქსიმუმ ორი აქტიური შეგროვებადი ანაბარის გახსნა შეუძლია. „ჩვენთვის, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია ისეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნა, რომელიც კომპანიებს ყოველდღიურ საქმიანობაში მეტ მოქნილობას შესძენს, მისცემს დროის დაზოგვისა და კომპანიის განვითარებაზე ფიქრის შესაძლებლობას. მობილბანკში დაგროვებადი ანაბრის ფუნქციონალის დამატებაც ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ ამ საშუალებით მინიმუმამდე დაგვყავს ბანკის ფილიალში ფიზიკურად მისვლის საჭიროება და რაც მთავარია, ბიზნესს საბანკო პროდუქტებზე დამატებით ბენეფიტებს ვაძლევთ. შეგროვებადი ანაბარი ბიზნესის მდგრადობისა და წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ამიტომ მოხარული ვართ, რომ ის ბიზნეს ინტერნეტბანკის შემდეგ, ბიზნეს მობილბანკშიც ხელმისაწვდომი გავხადეთ“, - აცხადებს "საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ციფრული კლასტერის Product owner-ი, ცირა ლოლაძე. შეგროვებადი ანაბრის გასახსნელად ეწვიეთ "საქართველოს ბანკის" ბიზნეს მობილბანკს, ხოლო თუ ჯერ არ ხართ "საქართველოს ბანკის" მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)