2024-06-11 12:15:02, 379 ნახვა
საზოგადოება
ზუკა ბერძენიშვილი - შენ თუ თავში არ გესროლოო - მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა
დღეს, სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს, 3 ადამიანიდან ერთ-ერთი, როდესაც დაგდებულს ურტყამდა, ეუბნებოდა - „შენ თუ თავში არ გესროლოო“.
„შენ თუ თავში არ გესროლოო - მეძახდა სამიდან ერთი როცა დაგდებულს მირტყამდა. არ ყოფნიდა, რასაც შვებოდა და ზევიდან ფანტაზირებდა.
ვაი, თქვენს პატრონს, ბიჯებო. ყველა შენახული მყავხართ“, - წერს ბერძენიშვილი.
"ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ის წერდა, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში „პოსტი“ გამოაქვეყნა, ბერძენიშვილს 3 ადამიანი დაესხა თავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,