|
2024-06-07 12:47:02, 305 ნახვა
საზოგადოება
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „ღია კარის დღე“ გაიმართა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. ამ მიზნით ლიცეუმმა საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეებთან სკოლებში უკვე ჩაატარა. საინფორმაციო შეხვედრების ციკლი კი, „ღია კარის დღის“ ღონისძიებით ლიცეუმში დასრულდა. „ღია კარის დღეზე“ ლიცეუმმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ათასამდე ვიზიტორს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სასწავლებლის გაცნობა კადეტთა კლუბიდან ლიცეუმის შესახებ პრეზენტაციით დაიწყო. ბავშვებსა და მათ მშობლებს ლიცეუმის დირექტორის მოადგილები, ვიცე-პოლკოვნიკი ბექა კელენჯერიძე და მაია გაბუნია შეხვდნენ და ლიცეუმის გამორჩეულ და განსაკუთრებულ გარემოებებზე, ასევე ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის წესზე გაამახვილეს ყურადღება. კადეტებმა კი, დეტალურად ისაუბრეს კადეტის ლიცეუმში ცხოვრების, კადეტთა დღის განრიგისა და ლიცეუმში არსებულ სასწავლო თუ სამოტივაციო გარემოზე. "პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ვიზიტორებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. მათ საშუალება ჰქონდა ენახათ საცხოვრებელი ოთახები, კლას-კაბინეტები, დაწყებითი სამხედრო მომზადების ცენტრი, სპორტული დარბაზი, რობოტექნიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიების მიერ წარმოდგენილი ექსპერიმენტები. ლიცეუმი პანსიონის ტიპის ავტორიზებული სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც მიიღებიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს დაასრულებენ ცხრა კლასს. მისაღები გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 19 ივნისიდან და დასრულდება 2024 წლის 28 ივნისს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)