|
2024-06-05 14:03:13, 296 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის ახალ მენეჯერთან ENPARD IV-ის მიმდინარე საკითხები განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები თენგიზ ნასარიძე და კახა კაკაბაძე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD IV-ის FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) კომპონენტის ახალ მენეჯერს გუიდო აგოსტინუჩის შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილეებმა გუიდო აგოსტინუჩის ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცეს და ერთობლივი, წარმატებული თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. "შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო პროგრამის ფარგლებში სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სექტორის, ასევე, აკვაკულტურისა და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. როგორც გუიდო აგოსტინუჩიმ განაცხადა, თვალსაჩინოა სამინისტროს მზაობა პროექტის ეფექტიანი განხორციელებისთვის, რაც შედეგებზე აუცილებლად აისახება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველომ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც ENPARD IV-ის ეფექტიანი განხორციელების მტკიცე საფუძველს წარმოადგენს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პირები, ასევე, სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ENPARD-IV გულისხმობს სოფლის განვითარების მხარდაჭერას შემდეგი აქტივობებით: სოფლად სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, მმართველობის სისტემების გაუმჯობესება, სოფლის განვითარებაში ქალთა როლის გაძლიერება, ტყის რესურსების მდგრადი მართვა და გარემოს დაცვა; პროგრამა ასევე ითვალისწინებს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერებას",- ნათქვამია ინფორმაციაში.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)