|
2024-06-05 12:06:45, 313 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის სხვადასხვა ღონისძიება ხორციელდება
მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ვებგვერდი - ttc.com.ge გაუმჯობესებულ მომსახურებასთან ერთად, ახალი ფუნქციონალითა და დიზაინითაა წარმოდგენილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, განახლებულია მობილური აპლიკაციაც და მომსახურების მიღება Android-ისა და IOS პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონებისთვის არის შესაძლებელი. „მგზავრთა ინფორმირებისთვის შეიქმნა რუკები, საინფორმაციო ვებგვერდი და ავტობუსის გაჩერებების სტანდარტული დიზაინი, განახლდა მობილური აპლიკაციაც. 31 მაისიდან ძველი სერვერები გაითიშა და მგზავრები ინფორმაციის მიღებას მხოლოდ განახლებული ვებგვერდიდან შეძლებენ. მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ახალი სერვისებისა და უკვე არსებული მომსახურებების განვითარების პროექტის ფარგლებში, კომპანია მომხმარებელს ასევე, სთავაზობს მობილურ აპლიკაციას Android-ისა და IOS პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონებისთვის. აღნიშნული აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომელსაც კომპანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს სთავაზობს. კერძოდ, მოქალაქეები მგზავრობის დაგეგმვასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალურ დროში გადაადგილების გადამოწმებას შეძლებენ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის თქმით, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ სარგებლობენ ინტერნეტით, თბილისის სხვადასხვა რაიონის მიხედვით იქმნება მგზავრთა საინფორმაციო ბუკლეტები. „ადამიანების გარკვეული ნაწილი მობილურ აპლიკაციას ნაკლებად მოიხმარს. სწორედ მათთვის იქმნება სპეციალური ბუკლეტები, სადაც ასახულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები და მათი ნომრები, ასევე, ტრანსპორტის მოცდის ინტერვალები. საინფორმაციო ბუკლეტების ნაწილი უკვე მზადაა. ბუკლეტები შესაბამისი გამგეობების სერვისცენტრებში, ასევე თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში მისულ მგზავრებს დაურიგდებათ. გარდა ამისა, გაჩერებებზე რუკები განთავსდება, რაზეც ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში დავასრულებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მუშაობას აქტიურად განაგრძობს იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი. „დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლება დავიწყეთ, ძველი ავტობუსები სრულად ჩავანაცვლეთ ახალი ავტობუსებით. ბოლოს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შევიძინეთ, რომელიც ეტაპობრივად მიეწოდება დედაქალაქს. მათგან 50 ერთეული უკვე ემსახურება მოსახლეობას. სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, დავიწყეთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-მოწყობა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰქონდეს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. ასევე, დიდ ყურადღებას ვუთმობთ მეტროს. დაწყებული გვაქვს ვაგონების განახლება-ჩანაცვლების პროცესი. ჩვენ დავნერგეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა და ზოგადად, ვმუშაობთ პარკირების საკითხის მოსაწესრიგებლად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)