16:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 17:43:58, 418 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილი - ანაკლიის პორტი იქნება გარდამტეხი პროექტი იმისთვის, რომ მისი განხორციელებით სრულფასოვანი კონკურენტული გარემო შევქმნათ

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული შავი ზღვის პორტები ყველა ერთნაირად მნიშვნელოვანია დერეფნის კონტექსტში, რადგან როდესაც გვაქვს სრულფასოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა და პორტები, მაშინ გვაქვს სრულყოფილი კონკურენტუნარიანი გარემო და კონკურენცია, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა,  ლევან დავითაშვილმა ფოთის პორტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, კონკურენციის ნაკლებობა, ზოგადად, განვითარების ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია, მათ შორის საზღვაო მიმართულებით და ეს დერეფანს არ წაახალისებს.

„იცით, რომ საკმაოდ მაღალი ფასები გვქონდა და აქედან გამომდინარე, ტვირთმფლობელების მხრიდან იყო ბევრი უკმაყოფილება, შესაბამისად, ვფიქრობთ, ანაკლიის პორტის პროექტი იქნება გარდამტეხი იმისთვის, რომ სრულფასოვან კონკურენტულ გარემოს შევქმნით მისი განხორციელებით. ეს არის  ჩვენი ამოცანა", - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიესალმება ფოთის პორტის გაფართოება-მოდერნიზების პროცესს.

„რამდენიმე წლის წინ იყო  ძალიან მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია, როცა ახალი საპორტო ერთეული გაჩნდა ფოთში, იქ ახლაც მიმდინარეობს მოდერნიზაცია და საინვესტიციო პროექტები. უფრო დიდი გაფართოების პროექტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ დასაზუსტებელია დეტალები და ალბათ დიალოგი გაგრძელდება ისეთი მოდელის შესარჩევად, რომელიც სახელმწიფოსთვისაც იქნება სასარგებლო და ინვესტორისთვისაც", - განაცხადა მინისტრმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics