|
2024-05-29 17:31:31, 358 ნახვა
ეკონომიკა
კვიჟინაძე - ანაკლიის პორტს არ აქვს არავითარი აზრი ჩინური ტვირთის გარეშე - ჩინეთი ევროპასთან ვაჭრობს 780 მილიარდს
რაც შეეხება ანაკლიის პორტს, სამწუხაროდ, ამერიკული და ევროპული კომპანიები არ შემოვიდნენ, არც არასდროს ყოფილან და სწორადაც შვრებოდნენ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, იმიტომ, რომ ანაკლიის პორტს არ აქვს არავითარი აზრი ჩინური ტვირთის გარეშე. ფოთს და ბათუმს თუ რეკონსტრუქცია გაუკეთდება, ცოტა გავაძლიერებთ, ეს სრულიად საკმარისია იმ ტვირთისათვის, რაც ახლა არის, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა. როგორც მან განმარტა, "ჩინეთი ევროპასთან ვაჭრობს 780 მილიარდს, ისინი შუა აზიის ყველაზე დიდი ინვესტორები და შესაბამისად, დიდი გავლენის მქონე არიან, ამიტომ ჩინეთიდან შემოსული ტვირთი არის ანაკლიის პორტისთვის სტაბილურობის გარანტი, რისი პრობლემაც ადრე არსებობდა". "ჩვენ თუ გვინდა 100 მილიონიანი პორტი, რაზეც ვსაუბრობთ და ყველა ჩვენგანს გვინდა, მაშინ აქ უნდა წამოვიდეს ჩინური ტვირთი, რატომ? იმიტომ, რომ ჩინეთი ევროპასთან ვაჭრობს 780 მილიარდს, აქედან 5 პროცენტიც კი რომ წამოვიდეს, უფრო ნაკლები მეტს ჩვენ ვერც გავატარებთ. იცით, რომ ეს მარტო ჩვენი თემა არ არის, ჩინეთიდან წამოსულმა ტვირთმა უნდა გამოიაროს ყაზახეთი, პორტი აქტაუ, შემდეგ აზერბაიჯანში შემოდის, შეიძლება სხვა რესპუბლიკებიდანაც, შუა აზიიდან წამოვიდეს, ბევრი ქვეყანა უნდა გამოიაროს, ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩინეთი იმ კუთხით, რომ ისინი პრაქტიკულად, შუა აზიის ყველაზე დიდი ინვესტორები არიან და ამ რეგიონში ყველაზე დიდი გავლენის მქონენი. ამიტომ, ეს არის სტაბილურობა და ეს არის გარანტირებული ტვირთი, რომლის პრობლემაც იყო. თუმცა, მე ადრეც ვთქვი, ვისურვებდი, რომ ნაწილი ყოფილიყო ჩინური, ნაწილი ევროპული და ნაწილი ამერიკული - ეს იქნებოდა იდეალური, მაგრამ ჩინურის გარეშე, მაგ პორტის აშენებას აზრი არ აქვს, ამიტომ არ დებენ ფულს ჩვენი მეგობრები", - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)