|
2024-05-26 20:16:16, 397 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ცინცაძე: 26 მაისი აღმატებული დღეა, რადგან ყველას კარგად გვესმის, რამდენად დიდი მნიშვნელობისაა ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, დამოუკიდებლობის დღე ყველაზე აღმატებული დღეა, რომელსაც მთელი საქართველო ზეიმობს, რადგან ყველას კარგად ესმის, რამდენად დიდი მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი. „ეკონომიკის სამინისტროს სახელით, მსურს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო 26 მაისი - მართლაც უმნიშვნელოვანესი, აღმატებული დღე, რომელსაც მთელი საქართველო ზეიმობს. სასიხარულოა, რომ ტრადიციულად, ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტრო წარმოდგენილია საქართველოს არაერთ რეგიონში, თავისი პავილიონებით, სადაც სხვადასხვა სექტორის მიღწევებთან ერთად მოქალაქეებს შეუძლიათ გაეცნონ მიმდინარე ტენდენციებს, დაათვალიერონ სტენდები და ინფორმაცია მიიღონ იმ მიმართულებებზე, რასაც ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს"- აღნიშნა ცინცაძემ. „26 მაისი ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია - ეს დღე ჩვენია, რადგან ჩვენი მთავარი პრიორიტეტია დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ღირსეული მომავალი ევროპისკენ" - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)