12:17 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-17 14:37:38, 457 ნახვა

საზოგადოება
სააკაშვილი - მინდა იცოდეთ, საიდან წამოვიდა ჩვენი ჰიმნის იდეა... ჩემი ხელით ჩავწერე - „თავისუფლება დღეს ჩვენი“

მინდა იცოდეთ, თუ საიდან წამოვიდა ჩვენი ჰიმნის იდეა... ჩემი ხელით ჩავწერე: "თავისუფლება დღეს ჩვენი“... - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, სიტყვები „თავისუფლება დღეს ჩვენი, ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს გენეტიკურ კოდს“.

„თავისუფლება დღეს ჩვენი. მინდა იცოდეთ, თუ საიდან წამოვიდა ჩვენი ჰიმნის იდეა. ასე 5 წლის ვიყავი, როცა დედაჩემს რუსთაველის გამზირით მივყავდი ინგლისურის გაკვეთილზე და ამ დროს შევესწარით ოპერის თეატრიდან ცნობილი ტენორის, დავით გამრეკელის გამოსვენებას.

მთელ რუსთაველზე დინამიკებში ჩართული იყო არია ზაქარია ფალიაშვილის დაისიდან „ოდა თავისუფლებას“, დავით გამრეკელის შესრულებით. გულში ჩამივარდა ამ არიის სიტყვები „თავისუფლება დღეს ჩვენი“. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როდესაც ჰიმნის შეცვლის საკითხი დადგა, მე კომისიას ეს მელოდია შევთავაზე. მალე ტექსტის პროექტიც მომიტანეს, რომელშიც ვერ ვიპოვნე მთავარი სიტყვები „თავისუფლება დღეს ჩვენი“, ამიტომ ჩემი ხელით ჩავწერე:

"თავისუფლება დღეს ჩვენი,

მომავალს უმღერს დიდება;

დიდება თავისუფლებას,

თავისუფლებას დიდება".

ძალიან ვამაყობ, როდესაც ეს სიტყვები მრავალგზის გამეორებული მესმის მოედნებზე და ქუჩებში.

არასდროს დამიწერია ეს, მაგრამ ახლა მინდა, რომ იცოდეთ.

ვინაიდან ჩემი ღრმა რწმენით სწორედ სიტყვები „თავისუფლება დღეს ჩვენი“ ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს გენეტიკურ კოდს“, - წერს სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics