|
2016-02-12 11:42:22, 1073 ნახვა
მსოფლიო
მიუნხენში გამართულ მოლაპარაკებებზე სირიაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
სირიის კონფლიქტის საკითხებზე მიუნხენში გამართულ მოლაპარაკებებზე სამხედრო მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, ცეცხლის შეწყვეტა, "ისლამური სახელმწიფოს" გარდა, ასევე "ალ-ნუსრას" და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს არ შეეხება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, თავის მხრივ, გამოთქვა აზრი, რომ სახმელეთო ოპერაციის გაგრძელება სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მხოლოდ ამწვავებს კონფლიქტს. საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდისა და დაჩქარების შესახებ შეთანხმდნენ. შეგახსენებთ, დასავლეთი ალეპოს დაბომბვაში ისევ რუსეთს აკრიტიკებს. მათი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის "სამშვიდობო იერიშებს" მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე ეწირება. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში სირიაში, 250 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)