19:54 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 13:35:49, 340 ნახვა

საზოგადოება
კალაძის განცხადებით, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული სამი ბენზინგასამართი სადგურის დემონტაჟი ორი თვეში განხორციელდება

„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებისა და საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, თბილისის მერია შესაბამის პროექტს განახორციელებს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მიმდებარედ არსებული ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან შეთანხმება მიღწეულია და დემონტაჟი ორ თვეში განხორციელდება. 

„როგორც უკვე გაცნობეთ, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან  მოლაპარაკებები დავასრულეთ. ესენია: „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, „ლუკოილ ჯორჯია“ და „სან პეტროლიუმ ჯორჯია“. მიღწეულია შეთანხმება და მოხდება ადგილმონაცვლეობა. ხელშეკრულებები გაფორმებულია, ჩაბარებულია საჯარო რეესტრში და აღნიშნული ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი ორი თვის ვადაში განხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟის შემდეგ, მუნიციპალიტეტი აღნიშნული გზის გაფართოებისა და მოწესრიგებისთვის შესაბამის პროექტს განახორციელებს. 

„პარალელურად, ვიწყებთ პროექტზე მუშაობას, რათა დაიგეგმოს, როგორ გაფართოვდეს და მოწესრიგდეს ეს გზა. ის პრობლემა, რომელიც ამ კონკრეტულ არეალთან დაკავშირებით დღეს გვაქვს, ძალიან მალე მოგვარდება. რაც შეეხება პროექტს, რომელიც ამ ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით უფრო დეტალურად მივაწვდით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics