07:23 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-30 18:35:41, 687 ნახვა

რეგიონი
კასპში 11 ქუჩა რეაბილიტირდება

ქალაქ კასპში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ადგილობრივი მნიშვნელობის 11 ქუჩაზე განხორციელდება.

პროექტი ითვალისწინებს 3 860 გრძივი მეტრი  ა/ბეტონის საფარის მოწყობას: ბარნოვის, ასათიანის,  9 აპრილის, გოგებაშვილის,  პეტრიწის, ჩახრუხაძის,  ორბელიანის, იას, ლაშქარაშვილის, ქვათახევის და  ცაგარელის ქუჩებზე. აღნიშნული ქუჩებიდან წყალარინების სისტემა 9 ქუჩაზე მოეწყობა.

პეტრიწის ქუჩაზე მიმდინარე წყალარინების სამუშაოს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი გაეცნენ.

პროექტი ფინანსდება რეგიონის განვითარების ფონდის და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან,  ღირებულება შეადგენს 3 285 081 ლარს.

გარდამავალი პროექტის განხორციელება შპს „ქცია“ -მ  2024 წელს დაიწყო და 2025 წელს დაასრულებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics