18:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-29 10:07:57, 506 ნახვა

ეკონომიკა
ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მარნები მონაწილეობდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო გამოფენა Real Wine Fair გაიმართა, რომელშიც  ქართული ღვინის მწარმოებელი 7 კომპანია მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გამოფენა Real Wine Fair ყოველწლიურად იმართება და ბუნებრივი მეღვინეობის სფეროში წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად არის მიჩნეული.

"ღონისძიებას  მსოფლიოში ცნობილი ნატურალისტი მეღვინეები, ღვინის იმპორტიორები, მედიის წარმომადგენლები და სომელიეები ესწრებიან. გამომდინარე აქედან, London Wine Fair  წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქვევრის ღვინის მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის კუთხით.

მიმდინარე წელს გამოფენაში მსოფლიოს 20 ქვეყნის ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ, მათ შორის, ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, აშშ, გერმანია და სხვა.

დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია და, შესაბამისად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება აქტიურად ხორციელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics