|
2015-02-12 12:11:01, 1346 ნახვა
მსოფლიო
მინსკში “ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა პეტრო პოროშენკოს გარეშე გრძელდება
მინსკში გერმანიის, საფრანგეთის, და რუსეთის ლიდერების მოლაპარაკება კვლავ გრძელდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის წინ დასრულდა, თუმცა ამჟამად ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკება კვლავ გრძელდება. ცოტა ხნის წინ, შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დატოვა. როგორც პოროშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ წამოყენებული მოთხოვნები. არსებული ინფორმაციით, თითქმის 80% შეთანხმებისა უკვე მიღწეულია, ხოლო დეკლარაცია, რომელიც 12-13 პუნქტისგან შედგება საკონტაქტო ჯგუფს გადაუგზავნეს, ვინაიდან ცნობილია, რომ ამ დეკლარაციას ხელი სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებმა უნდა მოაწერონ. საბოლოო შეთანხმების შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტი, ძალაში სავარაუდოდ 14 თებერვალს შევა, ის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის მძიმე ტექნიკის გაყვანას ივალისწინებს. შეგახსენებთ, რომ „ნორმანდიული ოთხმხრივი“ შეხვედრა მინსკში, დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 14 საათი გრძელდებოდა და მასში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მონაწილეობდნენ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)