|
2024-04-22 10:58:40, 430 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ განახლება მთავარი ეკონომისტისგან - 6.4%-იანი საბაზო სცენარი
მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით, აღსანიშნავია რუსეთიდან მიგრაციის ეფექტის მატება, რაც უკრაინაში ტრაგიკული მოვლენების შემდგომი ესკალაციის გაზრდილ ალბათობას უკავშირდება. ამდენად, შარშანდელთან შედარებით, როდესაც მიმდინარე წლისათვის მიგრაციის ეფექტის შემცირება იყო ნავარაუდევი, ახლა ამ მხრივ მცირედით, მაგრამ მაინც მატება უფრო რეალისტურია. ეკონომიკის ზრდის სხვა ფაქტორებიდან, ასევე საყურადღებოა ტრადიციული ტურიზმის პოზიტიური დინამიკა და მაღალი საკრედიტო აქტივობა. ჯამური ინფლაცია კვლავ დაბალია, თუმცა მომსახურების სფეროში ფასების დინამიკა, როგორც ჩანს, სამიზნეზე მაღალი დარჩება. ამ ფონზე, და იმის გათვალისწინებით, რომ აშშ დოლარში განაკვეთების შემცირების მოლოდინებმა შედარებით უფრო გადაიწია, "თიბისი კაპიტალის" მოსაზრებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წლის განმავლობაში დაახლოებით 8%-ის ფარგლებში იქნება. ამავდროულად, საერთაშორისო მასშტაბით და ასევე ადგილობრივ კონტექსტში რისკების ზრდა, თავისთავად, შერბილების საწინააღმდეგო არგუმენტებია. ლარის კურსის მხრივ, უკვე მარტშიც აღინიშნება წმინდა სავალუტო შემოდინებების მაღალი მაჩვენებელი, რაც მხოლოდ მიგრაციის ეფექტით არაა გამოწვეული. ამასთან, "თიბისი კაპიტალის" შეფასებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით კვლავ გამყარებას აჩვენებს. გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)