|
2024-04-20 11:53:35, 405 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში მასშტაბური, ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის ურთიერთ თანამშრომლობის მიმდინარე პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მხარდაჭერით, ქ. რუსთავში მასშტაბური, ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება. რუსთავის ჭალის ტყის კონსერვაციის მიზნით, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისთვის, რომელთა უშუალო კომპეტენცია და ვალდებულებაა რუსთავის ჭალის ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის პროცესში ჩართვა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, სასწავლო სემინარები და დარგვის საველე სამუშაოები ჩატარდა. რუსთავის ჭალის ტყეში, დაახლოებით 2000 კვ.მ. ტერიტორიაზე დაირგო 400 ძირი ჭალის მუხის, ფშატის და თელა სნერგები. პროგრამის “გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო”-ს ფარგლებში, 2023 წელს, რუსთავის ჭალის ტყის 160 ჰა ფართობისთვის მომზადდა ტყის აღდგენა-გაშენების დეტალური გეგმა. აღნიშნული გეგმის მიხედვით, გაიმართა რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის სასწავლო სემინარი რუსთავ სერვის ცენტრის, მუნიციპალური ინსპექციის, ახალგაზრდული დეპარტამენტის და რუსთავის მუნიციპალიტეტის სხვა შესაბამისი უწყებების თანამშრომლებისთვის. სემინარი მოიცავდა 2 ფაზას. პირველ ეტაპზე გაიმართა ორდღიანი სემინარი, სადაც მონაწილეები გაეცნენ ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის ღონისძიებების შესახებ შემუშავებულ სასწავლო მეთოდოლოგიას, მეორე ეტაპზე კი განხორციელდა ორდღიანი დარგვის საველე სამუშაოები. "დღეს, რუსთავის ჭალის ტყეში შედგა ეფექტური თანამშრომლობა სამინისტროს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფებს შორის, რომლებმაც ერთობლივად მიიღეს მონაწილეობა დარგვის ღონისძიებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რუსთავის ჭალის ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და მდგრადი განვითარებისთვის", - აღნიშნა შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის გარემოს დაცვითი პროგრამის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზალდასტანიშვილმა. დარგვის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ცენტრალური განმახორციელებელი ერთეულის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და რუსთავის მერიის ახალგაზრდების დასაქმების პროექტის ,,ახალი სიმწვანის" მოხალისეები. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)