21:58 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-19 15:23:25, 407 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, ბანკის დაფინანსებით ქვეყანაში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები.

"ხაზი გაესვა თანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, მწვანე ეკონომიკის, კლიმატის ცვლილებების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, კაპიტალის ბაზრების განვითარების, ასევე კერძო-საჯარო პარტნიორობის, ფინანსური სექტორის განვითარების მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტს გააცნო ეკონომიკაში დღეს არსებული მდგომარეობა და მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების დღის წესრიგი.

შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა.

 შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics