08:31 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-11 16:11:56, 328 ნახვა

საზოგადოება
თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „ექსპო ჯორჯიას“ სივრცეში დღეს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

მერის მოადგილის განცხადებით, თბილისის მერია აგრძელებს პროექტის მხარდაჭერას.

„დედაქალაქის მერია დაარსებიდან გვერდში უდგას თბილისის ხელოვნების ბაზრობას, რომელიც წლიდან წლამდე უფრო მასშტაბური ხდება. ამას ცხადყოფს უცხოელ და ადგილობრივ მონაწილეთა ინტერესი და ხარისხი.

ეს პროექტი მიმართულია თბილისის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებისკენ და დედაქალაქის მერია სამომავლოდაც აქტიურად დაუჭერს მხარს მსგავს ინიციატივებს“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძიება, მრავალფეროვანი პროგრამით და მეტი სიახლით 14 აპრილამდე გაგრძელდება.

თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა 14:00 საათზე ექსკლუზიური ჩვენებით გაიხსნა,  რომელსაც ხელოვნების მიმართულების სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დღესვე, 17:00 საათიდან ბაზრობა ფართო საზოგადოებისთვის გაიხსნება და დამთვალიერებლებს ოთხი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.

წლევანდელ გამოფენაში 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეა  მონაწილეობს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს წარადგენენ. 45 ხელოვანის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი Hive-დამოუკიდებელი არტისტების სივრცეში.

თბილისის თანამედროვე  ხელოვნების ბაზრობა, მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის გარდა,  დამთვალიერებელს სთავაზობს  ქართველი და უცხოელი არტისტების კურირებულ გამოფენებს, მასტერ კლასებსა და Art Talk-ებს.

ბაზრობა 11 აპრილს 17:00-დან 21:00 საათამდე მიიღებს დამთვალიერებელს, ხოლო 12-14 აპრილს - 12:00-დან 20:00 საათამდე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics