11:23 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-08 11:13:56, 491 ნახვა

საზოგადოება
TI - უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას მალავს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას მალავს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსამართლის მეუღლეს, ზეინაბ ჭელიძეს ეკუთვნის 2 ქონება, რომელიც დეკლარაციაში ასახული არ არის.

"საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის წევრია, 2024 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მეუღლის უძრავ ქონებებს მალავს.

კერძოდ, მის მეუღლეს, ზეინაბ ჭელიძეს ეკუთვნის შემდეგი 2 დაუდეკლარირებელი ქონება:

  • 984 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სახლი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სალიბაურში.
  • 520 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სალიბაურში.

საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, ლევან მიქაბერიძე, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ვალდებულია, ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში.

ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად სასამართლოს გაჯანსაღების მიზნით გათვალისწინებული ერთ-ერთი წინაპირობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, სასამართლოების თავმჯდომარეების და ამ პოზიციებზე დასანიშნი კანდიდატების კეთილსინდისიერების გადამოწმებაა",- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics