11:24 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-08 10:54:15, 331 ნახვა

საზოგადოება
სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მარტის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 111 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მარტის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 111  ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 10  სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 4 - მცხეთა-მთიანეთის, 35 - ქვემო ქართლის,  18 - შიდა ქართლის,  4 - სამცხე-ჯავახეთის, 18 - გურიის,  17 - იმერეთის, ხოლო 5 კანონდარღვევის ფაქტი სამეგრელო-ზემო სვანეთის  სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოვლინდა.

„სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნილია შესაბამის უწყებებში.

მიმდინარე წლის მარტის თვეში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს  თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 65,115 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

2024 წლის იანვარიდან  მარტის თვის ბოლომდე პერიოდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 209 ფაქტია გამოვლენილი, „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 232,349  კუბური მეტრი შეადგინა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics