05:43 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-02 17:35:06, 585 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მიზნით ნიდერლანდებს მიმართა

საქართველოს პროკურატურამ, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, ნიდერლანდების კომპეტენტურ უწყებებს მიმართა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს.

როგორც პროკურატურაში ამბობენ, მიმართვა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.

"საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა.

აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა ნიდერლანდების კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით",- აცხადებენ პროკურატურაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics