17:21 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-28 11:44:59, 734 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

28 მარტიდან, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე იქნება მორგებული და 1 გზის საფასური 5 ლარს შეადგენს - ანგარიშსწორება ნებისმიერი საბანკო ბარათის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტიდან შატლები DMO იმერეთის ოფისის მიმართულებით იმოძრავებენ, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და იქიდან, ისევ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბრუნდებიან. 

"ქუთაისში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი აეროპორტის მგზავრი მარტივად და კომფორტულად გადაადგილდეს ქალაქამდე, აუცილებელი იყო მუნიციპალური ავტობუსების დანიშვნა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ჯ-თი გრუპ“-თან გავაფორმეთ ხელშეკრულება. რის საფუძველზე, დღეიდან, ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, ივლის ჩვენ მიერ დანიშნული ოფიციალური შატლის ტიპის ავტობუსები. ეს არ იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი. იქნება კონკრეტულად აეროპორტიდან ქალაქამდე და პირიქით, განკუთვნილი ტრანსპორტი, რომელსაც აქვს შესაბამისი ბრენდინგი, რომ ჩვენი აეროპროტის მგზავრებმა მარტივად იცნონ",- აცხადებს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics