|
2024-03-23 10:19:42, 537 ნახვა
საზოგადოება
ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებული სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა აქტიურად გრძელდება - სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში სტაჟირებას გაივლიან. მორიგი პრეზენტაცია პროექტის შესახებ ილიას უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც პროგრამის დეტალები სტუდენტებს სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა წარუდგინა. საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი ნიკოლოზ ყაველაშვილი. „ხაზგასასმელია, რომ თუ სტუდენტებს ექნებათ მაღალი აკადემიური მოსწრება, მიეცემათ ანაზღაურებადი სტაჟირების მიღების შესაძლებლობა ენერგეტიკულ კომპანიებში. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტების განვითარებას, მანამდე არსებული თეორიული ცოდნის გაღრმავებას და ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერას, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სექტორს შეემატოს დამატებითი ჯანსაღი ძალა და მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდა იყოს დაინტერესებული ენერგეტიკის მიმართულებით" - განაცხადა ჯუბო ტურაშვილმა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პროგრამის ფარგლებში ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები შეძლებენ, გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება, რომლის შემდგომ, შესაძლებელია, დამსაქმებელსა და სტაჟიორს შორის გაგრძელდეს შრომითი ხელშეკრულება. ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, სტაჟირების პროგრამა უნიკალურია იმითაც, რომ სტაჟირების ენერგეტიკულ კომპანიებში ჩატარების მიუხედავად, ის არ არის განკუთვნილი მხოლოდ ენერგეტიკული პროფილის სტუდენტებზე. „პროგრამა გაცილებით ფართოა და დააინტერესებს სხვა პროფილის სტუდენტებსაც. იმედი გვაქვს, რომ პროგრამა სტუდენტებს შორის პოპულარული იქნება. მეტიც, მისი დასრულების შემდეგ, შესაძლოა, პროგრამის არაერთი მონაწილე რომელიმე სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიაში დასაქმდეს," - განაცხადა ჯუბო ტურაშვილმა. უშუალოდ ენერგეტიკული მიმართულებების გარდა, სტაჟირების პროგრამის მიმართულებებია: ელექტროენერგეტიკა და ელექტროინჟინერია; თბოენერგეტიკა; ავტომატიზებული მართვის სისტემები; იურიდიული; ეკონომიკური; აღრიცხვის კონტროლი; აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემები; ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები; ინჟინერ-გეოდეზია; სამთო გეოლოგია/ გეოინჟინერია; გაზით ვაჭრობა; ენერგეტიკული ბაზრის მართვა; გარემოს დაცვა და ქიმია. ილიას უნივერსიტეტი ერთ-ერთია იმ ხუთ უმაღლეს სასწავლებელს შორის, სადაც სამინისტროს წარმომადგენლები პროგრამის პრეზენტაცია გამართავენ. მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მომავალში სამინისტროსთან მემორანდუმის ხელმომწერ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც გაიმართება.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)