20:24 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-22 10:23:11, 630 ნახვა

მსოფლიო
შარლ მიშელი ბოსნია და ჰერცეგოვინას - თქვენი ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახშია

ევროპულმა საბჭომ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ Twitter-ზე) დაწერა.

მისი განცხადებით, ბოსნია და ჰერცეგოვინას ადგილი ევროპულ ოჯახშია.

"ეს გადაწყვეტილება მთავარი წინგადადგული ნაბიჯია თქვენი ევროკავშირის გზაზე, თუმცა, ამისთვის მძიმე შრომა უნდა გაგრძელდეს, რათა ბოსნია და ჰერცეგოვინა სტაბილურად მიიწევდეს წინ, როგორც ეს თქვენს ხალხს სურს“,- წერს შარლ მიშელი.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრებისთვის ბოსნია და ჰერცეგოვინას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ რეკომენდაცია გასცა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics